პითონზე პროგრამირების ძირითადი რესურსია პითონის პროგრამირების ფონდის (PSF - Python Software Foundation) ინტერნეტ-გევრდი. ამ გვერდზე განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია პითონის შესახებ, მათ შორის:
პითონის ინსტალაციის დაწყებამდე საჭიროა შეირჩეს მისი ვერსია (2 ან 3). პითონის ახალი, მე-3 ვერსია, არ არის თავსებადი წინა, მე-2 ვერსიასთან . ვერსიებს შორის არსებული განსხვავება იწვევს არჩევანის გაკეთების აუცილებლობას. რომელი ვერსია უნდა შეირჩეს პროგრამის ინსტალაციის დროს ? ბუნებრივია, რომ უმჯობესია შეირჩეს პროგრამირების ენის უკანასკნელი სამუშაო ვერსია, ამ შემთხვევაში ასეთი ვერსიას წარმოადგენს 3.4.2 (გამოიცა 2014 წლის 13 ოქტომბერს). პითონი მე-2 ვერსიის გამოყენებას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ პროგრამირების დროს აუცილებელია ამ ვერსიაზე შექმნილი პროგრამული ბიბლიოთეკის მოდულების გამოყენება. წინამდებარე კურსი გულისხმობს პითონ-3-ზე პროგრამირებას. შესაბამისად საჭიროა აბ ვერსიის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია.
პითონის ინსტალაცია თითქმის ყველა ოპერაციულ სისტემების ფარგლებშია შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე გავრცელებულ Windows, Linux და Mac OS პლატფორმებზე. ოპერაციული სისტემა Linux, რომელიც თავისუფალი პროგრამული პროდუქტს წარმოადგენს, როგორც წესი შეიცავს პითონზე პროგრამირების საშუალებებს. Windows ოპერაციული სისტემის ძირითადი ვერსიები პითონს არ შეიცავს, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მისი ჩამოტვირთვა და ინსტალაცია.
პითონის ინსტალაციისთვის Window -ში საჭიროა ვერსია 3.4.2 ჩამოიტვირთოს - PSF -ის downloads გვერდიდან. პოთონის ინსტალაცია დიდად არ განსხვავდება სხვა პროგრამული პროდუქტების ინსტალაციისგან და მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. პითონის ინსტალაციის შემდეგ Windows სისტემის აპლიკაციების (პროგრამების) სიას დაემატება 3 ახლაი აპლიკაცია. მაგალითად, Windows-8 სისტემაში ამ აპლიკაციის გრაფიკული გამოსახულებები მოცემულია სურათზე.
პირველი აპლიკაცია IDLE (Python 3.4 GUI- 64 bit), პითონთან სამუშაო გრაფიკულ ინტერფეისს (GUI - Graphical User Interface) წარმოადგენს, რომელიც ცნობილია როგორც IDLE (Integrated DeveLopment Environment). მისი გამოყენება გაცილებით აიოლებს პითონთზე პროგრამირებას და ძალიან მოსახერხებელია ენის შესწავლის დროს.
მეორე აპლიკაცია პითონის ახალ ფანჯარას ხსნის, რომელშც შესაძლებელია პითონის დებულებების აკრეფა და შესრულება. ამ აპლიკაციას არ აქვს ის საშუალებები, რომელის IDLE-ს გააჩნია. ამ კურსში პითონთან სამუშაოდ გამოვიყენებთ IDLE-ს.
მესამე აპლიკაცია პითონის განკუთვნილია პითონის ბიბლიოთეკური მოდულების აღწერისთვის.
ბუნებრივია, რომ პითონზე დაწერილი პროგრამა არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რა საშუალებით მოხდა მისი შექმნა. სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე პროგრამის შესრულებას ერთსი და იგივე შედეგი უნდა ჰქონდეს.
ოპერაცია | მაგალითი | შედეგი | |
+ | შეკრება | c = a + b | 5.0 |
- | გამოკლება | c = a - b | 1.0 |
* | გამრავლება | c = a * b | 6.0 |
/ | გაყოფა | c = a / b | 1.5 |
// | მთელი განაყოფი | c = a // b | 1.0 |
% | განაყოფის ნაშთი | c = a % b | 1.0 |
** | ახარისხება | c = a ** b | 9.0 |